როგორ დავიბრუნოთ საპრეტენზიო განაცხადისთვის გადახდილი თანხა – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 2025
4 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის 18:00 საათამდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებმაც 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს, აღნიშნული თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარდგენა ელექტრონულად შეუძლიათ.
თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა ელექტრონულად შეუძლიათ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის იმ მონაწილეებს, რომლებმაც:
- ზედმეტად გადაიხადეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა;
- საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;
- აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე;
- საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე: https://online1.naec.ge/oapp
თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
-
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
რამდენი ზღვარგადალახული აბიტურიენტი დარჩა უნივერსიტეტის მიღმა – ოფიციალური მონაცემები
by აბიტურიენტებისათვის
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები