2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 15 სექტემბერს, იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალს აქვეყნებს (ჩასაბარებელი საგნების მითითებით), რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებენ მიღებას 2027-2028 სასწავლო წლისათვის.
საბაკალავრო პროგრამები
სამედიცინო მიმართულების პროგრამები
ქართულ ენაში მომზადების პროგრამები
გაერთიანებული პროგრამები
გამოცდების ცენტრი განმარტავს იმასაც, რომ ეს პირველადი არჩევანია. რაც ნიშნავს, შესაძლოა, უნივერსიტეტებმა გადაწყვეტილება შეცვალონ კონკრეტულ პროგრამასთან მიმართებით:
„ამ დოკუმენტებში მოცემულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაკეთებული პირველადი არჩევანი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს.
საბოლოო ინფორმაცია განთავსდება 2027 წლის ელექტრონულ ბუკლეტში ცნობარი აბიტურიენტებისათვის“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება