როგორ გავასაჩივროთ მასწავლებლის გამოცდის შედეგი – ინსტრუქცია და ვადები 2024
16 აგვისტოდან საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების მონაწილეებს უკვე შეუძლიათ, რომ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები შეავსონ.
NAEC-ის ცნობით ეს პროცესი 16 აგვისტოს 10:00 საათიდან 20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ინსტრუქცია
საპრეტენზიო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge.
განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.
გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
ამ აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
ასევე იხილეთ:
- 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური საგრანტო ქულები ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი 1480-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა – აპელაციის სტატისტიკა by ARIS.GE-განათლება
- როგორ გავასაჩივროთ გამოცდის ქულა – ინსტრუქცია 2024 წლის აბიტურიენტებისათვის by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი