GE

როგორ გავხდეთ უფრო კრეატიული – 5 სავარჯიშო

როგორ განვავითაროთ შემოქმედებითი შესაძლებლობები?

ერთმა ნაპერწკალმა, სიბნელეში შემთხვევით გამობრწყინებულმა, შესაძლოა ძლიერი ცეცხლი გააჩაღოს. მთელი სირთულე კი ამ ნაპერწკლის დაჭერა, შენარჩუნება და მისგან ცეცხლის გაჩენაა.
ზოგიერთს ეს ნიჭი დაბადებიდან მოსდევს, თუმცა ადამიანების უმრავლესობას მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ხელოვნების სწავლა უწევს.

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს იმისათვის, რომ განივითაროთ კრეატიულობა.

ორი შემთხვევითობა

აიღეთ ლექსიკონი და შეარჩიეთ ორი შემთხვევითი ცნება. უბრალოდ, თითი ჰკარით ნებისმიერ გვერდს. შეუთავსეთ ისინი ერთმანეთს, ეცადეთ იპოვოთ მათ შორის რაიმე საერთო. მოიფიქრეთ არარეალური ისტორია რომელიც იქნება ამ სიტყვასთან ურთიერთკავშირში. მსგავსი სავარჯიშოები შესანიშნავად ავარჯიშებს ტვინს.

შეშლილი გენეტიკოსი

აიღეთ სუფთა ფურცელი და მარკერი. ძალიან კარგი, თუ არ იცით ხატვა, რამდენადაც სილამაზე და შედეგი აქ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, როგორც ზემოთ ვთქვი – პროცესი. დახატეთ რაიმე, რომელიც მოიცავს თქვენთვის ცნობილი ცხოველების რაც შეიძლება მეტ მახასიათებელს. თქვენ გამოგივათ, მაგალითად, თევზის ფორმის მელა, ან გრძელკისრიანი კურდღელი, ჩლიქებით. სავარჯიშოს მიზანია – ლოგიკის ყველა საწყისის ჩაკვლა და აქცენტირება კრეატიულობაზე.

გიჟი არქიტექტორი

ცხოველებიდან გადავინაცვლოთ არქიტექტურაზე, მოდით დავხატოთ სახლი. მაგრამ სანამ ამ დავალების შესრულებას დავიწყებთ, ამოარჩიეთ 10 ნებისმიერი სიტყვა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, როგორც არქიტექტორს მოგცეს სახლის შეკვეთა. ამასთანავე, დამკვეთმა წამოაყენა 10 აუცილებელი მოთხოვნა. სწორედ ეს არის შერჩეული სიტყვები. აქ შესაძლოა იყოს ნებისმიერი რამ. მაგალითად, „ფორთოხალი“ – თქვენი სახლის სახურავი უნდა იყოს ნარინჯისფერი, „თეფში“ – გაუკეთეთ მომრგვალებული ფანჯრები აბაზანას და ა.შ. ქაღალდზე ხატვისას, ერთდროულად წარმოიდგენთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს სახლი რეალურ ცხოვრებაში.

10+10

შეარჩიეთ ნებისმიერი სიტყვა, ეს აუცილებლად უნდ აიყოს არსებითი. ახლა, ჩამოწერეთ 5 ზედსართავი, რომლებიც, თქვენი აზრით მას ყველაზე მეტად შეესაბამება. მაგალითად, „წინდები“ – შავი, თბილი, თექის, ზამთრის, სუფთა. გააკეთეთ? ახლა სცადეთ დაწეროთ კიდევ 5 ზედსართავი, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება მოცემულ არსებით სახელს. აი, აქ კი ყველაფერი შეფერხდება. აღმოაჩენთ, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული ყოფილა. ჩაეძიეთ განსხვავებულ სფეროებს და მაინც იპოვეთ საჭირო სიტყვა.

სახელწოდება

ეცადეთ ყოველ ჯერზე, როცა რაიმე საგანმა დაგაინტერესათ, მოუძებნოთ მას სახელწოდება. შეიძლება მოკლე და ზედაპირული, ან გრძელი და დეტალური. სავარჯიშოს მიზანი – სახელწოდება აუცილებლად უნდა მოგეწონოთ.

გაიმეორეთ სავარჯიშოები ყოველ დღე, რამდენიმეჯერ და აუცილებლად გახდებით შემოქმედებითუნარიანები.

წყარო: http://soul.az

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური