ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულმა შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შეკერვისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა. ბაზრის კვლევის საფუძველზე კი შემდეგ ტენდერი უნდა გამოცხადდეს.
პირველ ეტაპზე – (31 ივლისამდე) უნდა შეიკეროს ტანსაცმლის 30%, მეორე ეტაპზე კი (20 აგვისტო) – ფორმების დანარჩენი ნაწილი.
რა და რა ოდენობით უნდა შეიკეროს:
გოგოს პიჯაკი – 292 000 ცალი;
გოგოს შარვალი – 438 000 ცალი;
ქვედაკაბა მუხლამდე – 146 000 ცალი;
ქვედაკაბა გრძელი – 1000 ცალი
ბიჭის პიჯაკი – 308 000 ცალი;
ბიჭის შარვალი – 616 000 ცალი,
განათლების სამინისტროს ქვეუწყებას განსაზღვრული აქვს ყველა ის მახასიათებელი, რასაც მოსწავლის სასკოლო ფორმა უნდა აკმაყოფილებდეს და რაც შესყიდვის შემსრულებელმა უნდა დაიცვას.
მოსწავლეების სასკოლო ფორმის ესკიზები ასეთია:
ბიჭის ფორმის ესკიზი:
გოგოს ფორმის ესკიზი:
შეგახსენებთ, რომ სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო 2026-2027 სასწავლო წლიდან, დაწყებით საფეხურზე – I-VI კლასებში იქნება.
ამავე თემაზე:
„სასკოლო ფორმა და მოსწავლის თავისუფლება – რას ამბობს კანონი?“
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება

