როგორ შეირჩევიან პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები – წესი დამტკიცდა
დამტკიცდა „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ 7 ივნისს ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, ბრძანება უკვე ძალაშია.
კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი:
რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის (შემდგომ − კოლეჯი) დირექტორის შესარჩევი კონკურსის (შემდგომ − შესარჩევი კონკურსი) გამართვის წესსა და პირობებს, შესარჩევი კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის (შემდგომ − კომისია) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს.
შესარჩევი კონკურსის მიზანი
შესარჩევი კონკურსის მიზანია კოლეჯის დირექტორობის მსურველის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებულ ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტთან” (შემდგომ − კოლეჯის დირექტორის სტანდარტი) შესაბამისობის დადგენა და კოლეჯის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით საუკეთესო კანდიდატის (შემდგომ − კანდიდატი) შერჩევა.
რეგულირების სფერო
ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელსაც სურს კოლეჯის დირექტორობა. აგრეთვე, განსაზღვრავს სამინისტროს საქმიანობას კანდიდატის შესარჩევი კონკურსის პროცესში.
კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა
1. შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და კოლეჯის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის შერჩევის მიზნით, სამინისტროში იქმნება შესაბამისი კომისია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისგან. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს (შემდგომ − ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო) წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
4. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა.
კომისიის წევრის აცილება
1. კომისიის წევრი ვალდებულია შესარჩევი კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება.
3. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
კომისიის საქმიანობა
1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
2. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას კოლეჯის დირექტორის სტანდარტთან და კოლეჯის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მინისტრის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
4. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი შესარჩევი კონკურსის ყველა ეტაპზე.
5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი დავალების ან/და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილების, განათლებისა და მოტივაციის შეფასებას.
6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის/სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
7. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
შესარჩევი კონკურსის გამოცხადება
1. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
2. სამინისტრო შესარჩევ კონკურსს აცხადებს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომ − ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში.
შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება
1. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კოლეჯის დასახელებას და მისამართს;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) კოლეჯის დირექტორის ფუნქციებს;
დ) გამოსაცდელი ვადის პერიოდს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ;
ვ) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას;
ზ) სამინისტროს მისამართს;
თ) კონკურსის ეტაპებს.
2. სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, შესარჩევი კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა
1. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. კანდიდატი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
3. კანდიდატს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.
4. კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება სამინისტროს მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
შესარჩევი კონკურსის ეტაპები
1. შესარჩევი კონკურსის ეტაპებია:
ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
2. კომისიას შეუძლია, კანდიდატის შეფასებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესარჩევი კონკურსის ეტაპებთან ერთად განსაზღვროს დამატებითი ეტაპი, რაც უნდა აისახოს შესარჩევი კონკურსის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.
შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი
1. შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.
2. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, კომისიის დავალებით, უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო განაცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ადგენს განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
4. განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.
5. შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპამდე, კომისიის დავალებით ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
6. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მისი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი.
შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი
1. შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას წერითი დავალებისა ან/და გასაუბრების გზით.
2. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
3. შესარჩევი კონკურსის შედეგების შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, ფარული კენჭისყრის გზით. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება მინისტრს.
შესარჩევი კონკურსის შედეგები
1. კომისია კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღე ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
4. სამინისტრო შესარჩევი კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში.
შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება
შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:
ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი;
ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
შესარჩევი კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები
1. კოლეჯის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
2. სამინისტრო ვალდებულია შესარჩევი კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებს.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შერჩეული კანდიდატის მიერ დოკუმენტების წარდგენა
1. კომისიის მიერ, კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში, კანდიდატი ვალდებულია სამინისტროში წარადგინოს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია.
2. კანდიდატი თანამდებობაზე არ ინიშნება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
გ) იგი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ან/და რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები