ამ მეთოდით გამრავლების ტაბულას ადვილად და სწრაფად ისწავლით და ასწავლით
უფრო და უფრო მეტი მშობელი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ განათლების სისტემა უარესდება, მასწავლებლები არ არიან დაინტერესებულნი ბავშვების განათლებით, მოსწავლეებს კი არ აქვთ სწავლის სტიმული. თუმცა, პრობლემა სულაც არ არის ჩამოთვლილ საკითხებში. თანამედროვე სამყაროში ბავშვები გადაეჩვივნენ აზროვნებას. მათ იციან, რომ საკმარისია კითხვაზე პასუხი მოძებნონ ინტერნეტში. მათემატიკა – ეს არ არის სკოლის ერთ-ერთი საგანი, რომელშიც კარგი ნიშნებია საჭირო, იგი ასწავლის აზროვნებას.
გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ დაეხმაროთ ბავშვს ყოველგვარი სირთულისა და დიდი დროის ხარჯვის გარეშე, ადვილად ისწავლოს გამრავლების ტაბულა. ყოველი რვეულის ბოლოს არის გამრავლების მაგალითები, მაგრამ მათში არის ბევრი ზედმეტი ინფორმაცია, რომელიც აბნევს ბავშვს. ეს მეთოდი გაცილებით საინტერესო და ეფექტურია!
როგორ ვისწავლოთ გამრავლების ტაბულა სწრაფად
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის გამრავლებები, რომლებიც რვეულის ბოლოშია – უბრალოდ მაგალითებია. ნამდვილი გამრავლების ტაბულა გამოსახულია საბჭოთა დროინდელ რვეულებზე. იგი ცნობილია როგორც პითაგორას ცხრილი.
იგი უფრო მეტად სასარგებლოა, რადგან არ შეიცავს ზედმეტ ინფორმაციას. მხოლოდ რიცხვებს, ეს მისი მთავარი უპირატესობაა.
პითაგორას ცხრილის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ იგი ეხმარება ლოგიკურ აზროვნებაში. როდესაც ბავშვი უყურებს მას, იწყებს ანალიზს. ცხრილს გააჩნია ერთი და იგივე ციფრები ზევით და გვერდით. სწორედ ამაშია ჩადებული გამრავლების მთავარი წესი: მამრავლების გადაადგილებით ნამრავლი არ იცვლება.
ამით ცხრილის უპირატესობები არ მთავრდება. შესაძლოა ეს არც იცოდით. თუ თითს დაადებთ ნებისმიერ რიცხვს და შემოხაზავთ მართკუთხედს მის მარცხნივ და ზევით, მართკუთხედში შემავალი უჯრების რაოდენობა შეესაბამება არჩეულ რიცხვს. ბავშვისთვის ორმაგი სარგებელია: ლოგიკური აზროვნების განვითარება და სახალისო თამაში.
ზევით აღნიშნული მიგნება სულაც არ არის დამთხვევა. მისი დახმარებით მარტივად შეგიძლიათ აუხსნათ თქვენს პატარას რა არის მართკუთხედის ფართობი და როგორ გამოვთვალოთ იგი, რა თქმა უნდა, დაწყებით კლასებში ამას არ ასწავლიან, სამაგიეროდ მომავალში მარტივად გაუგებს გეომეტრიას.
ყოველივე ზემოაღნიშნული სულაც არ ნიშნავს, რომ უბრალო გამრავლების მაგალითები მავნებელია და უნდა მოარიდოთ ბავშვს. უბრალოდ მათი გამოყენება აზრს მოკლებულია, შესაძლოა მხოლოდ საკონტროლოს დროს გადასაწერად დაიხმარონ. შედარებისთვის, შეგიძლიათ ბავშვს აჩვენოთ, რომ პითაგორას ცხრილით იგივე შედეგებს მიიღებთ და დამატებით, თამაშიც შეიძლება.
გამრავლების სწავლება არ არის აუცილებელი პითაგორას ცხრილით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სათვლელი ჯოხები. მთავარი მიზანი – ბავშვმა უნდა გაიგოს მისი პრინციპი და მაშინ შეძლებს ნებისმიერი ციფრის გამრავლებას.
რა თქმა უნდა, არ უნდა აიძულოთ ბავშვი, უბრალოდ დაიზეპიროს და მთელი თავისუფალი დრო დაუთმოს სწავლას. უნდა დააინტერესოთ. მთავარია თავად გაიაზროთ, რომ ეს საჭიროა არა მხოლოდ სკოლაში კარგი ნიშნების მისაღებად, არამედ, ბავშვის განვითარებისთვის. განვითარებული ლოგიკური აზროვნება ხომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში, ემხრობით სწავლების ასეთ მეთოდს, თუ თვლით, რომ ბავშვმა უბრალოდ უნდა დაიზეპიროს ყველა პასუხი, ის კი, თუ საიდან და როგორ მიიღება იგი, არ არის საჭირო.
9 გენიალური მათემატიკური ხერხი, რომელსაც სკოლაში არ გვასწავლიან
როგორ შევაყვაროთ მათემატიკა მოსწავლეებს? – რჩევები მასწავლებლებს მათემატიკის ტრენერისგან
მოამზადა ამირან ზანგალაძემ
წყარო: takprosto.cc