GE

როგორი იქნება სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტი და შეფასების კრიტერიუმები 

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ლ მარტს დაიწყება. წელს პირველად უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც ჩატარდება.

სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტი პროფესიულ უნარებში ეყრდნობა სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს (თავი V. სპეციალური მასწავლებლის სასწავლო პროცესი).

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სტანდარტზე დაყრდნობით წინასწარ შემუშავებული იქნა საგამოცდო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

იხილეთ უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის აღწერა, დავალების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სქემა

უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტი მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და სასწავლო რესურსის გამოყენებას, შეფასებასა და მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური