როგორია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები – პროფესიული სქემის ამოქმედების ვადები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თქვა, რომ საბავშვო ბაგა–ბაღების მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების მომატება და დარეგულირება პროფესიული განვითარების სქემით მოხდება. დაწყებულია თუ არა მუშაობა ბაღის მასწავლებელთა პროფესიულ სქემაზე და როდის უნდა ველოდოთ მის ამოქმედებას, განათლების სამინისტროში შემდეგ განმარტებას აკეთებენ:
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებაა შეიმუშავოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს აღმზრდელ – პედაგოგის პროფესიულ სტანდარტი. ასევე, შექმნას აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები და ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებს მათ გადამზადებაში.
ამ დროისთვის, სამინისტროს მიერ აღმზრდელ – პედაგოგის პროფესიული სტანდარტი უკვე შემუშავებულია და ატვირთულია მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში და მას შემდეგ, რაც მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება, დაიწყება აღმზრდელების აღმზრდელ – პედაგოგებად გადამზადება.
ამჟამად სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგები არ არიან იდენტიფიცირებულები. მათი თანმიმდევრული ინდენტიფიცირება პროფესიული გადამზადების ტრენინგების შემდგომი შეფასებისა და სერტიფიცირების საფუძველზე მოხდება.
ამრიგად, აღმზრდელ-პედაგოგების იდენტიფიცირება ეტაპობრივად განხორციელდება და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მომავალში, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების სქემა შემუშავდება“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს ჯეჯელავას უწყებაში.
სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ, თუ რა დანამატი შეიძლება შეეხოს საბავშვო ბაღის თანამშრომლის ხელფასს პროფესიული სქემის ამოქმედების შემდეგ, როგორც ეს სკოლის მასწავლებლის შემთხვევაში გვაქვს. ამჟამად კი საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასის ყველაზე ქვედა 220–ს, ხოლო ზედა ზღვარი დარიცხულ 1000–ლარს არ აღემატება.
საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მასშტაბით სულ 171 საჯარო ბაგა-ბაღია, სადაც 61 500-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. დედაქალაქის საჯარო ბაღებში ჯამში 9000-ზე მეტი პირია დასაქმებული. მათ შორის დირექტორი, მოადგილე, აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, მზარეული და ა.შ.
EDU.ARIS.GE-მ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან ბაღებში არსებული სახელფასო ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა. საბავშვო ბაგა–ბაღში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება (დარიცხული ოდენობა) პოზიციების მიხედვით ასე გამოიყურება:
- დირექტორი – 1000 ლარი;
- დირექტორის მოადგილე – 600 ლარი;
- საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი (მეთოდისტი) – 577,5 ლარი;
- სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – 605 ლარი;
- ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი – 425,5 ლარი;
- თვალის ექიმი, ოფთალმოლოგი – 500 ლარი;
- ექთანი, ოფთალმოლოგი – 420 ლარი;
- აღმზრდელი – 660 ლარი;
- აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) – 550 ლარი;
- მუსიკის პედაგოგი – 374,5 ლარი;
- ცეკვის პედაგოგი – 374,5 ლარი;
- მზარეული – 540 ლარი;
- მზარეულის დამხმარე – 480 ლარი;
- დარაჯი/დაცვა – 250 ლარი;
- დამლაგებელი – 360 ლარი;
- მრეცხავი – 360 ლარი;
- საქმისმწარმოებელი – 517,5 ლარი;
- სპეციალური პედაგოგი – 400 ლარი;
- ფსიქოლოგი – 402,5 ლარი;
- ლოგოპედი – 385 ლარი;
- ბიბლიოთეკარი – 250 ლარი;
- მუშა – 250 ლარი;
- მებაღე – 220 ლარი.
„საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასების მატება სქემის მიხედვით დარეგულირდება“
მოამზადეს ცისანა შერგილაშვილმა და ქეთი გიგოლაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება