როგორია საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა გაძლიერების მინისტრისეული ხედვა და 2023 წლის აბიტურიენტთა შედეგების შეფასება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიერ საბუნებისმეტყველო მიმართულების საგანებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ვერ გადალახვის სტატისტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის ეს საგნები (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ნამდვილად არის პრობლემატური, რაც სამწუხაროა, მაგრამ მრავალი წლის პრობლემაა და საბჭოთა სკოლიდან მოდის.
მისივე განცხადებით, წლევანდელ აბიტურიენტთა შედეგების სტატისტიკაში “მათემატიკის ციფრი (ჩაჭრის მაჩვენებელი ავტ.) არ არის არც თუ ისე ცუდი, ვინაიდან მხოლოდ 14%-მა ვერ გადალახა”, ხოლო ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში მინისტრი ნამდვილად უკეთეს შედეგებს ისურვებდა.
“ეს ერთი დასკვნისა და ანალიზის საფუძველს გვაძლევს: ამ მიმართულებით ჩვენ გვმართებს პირველი – როგორც ახალგაზრდა მოტივირებული მასწავლებლების შემოყვანა სფეროში, ასევე არსებული მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, ვინაიდან გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდეთ ბავშვებს და მეორე: ამ მიმართულებას, ბუნებრივია, სჭირდება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები. ჩვენ, როდესაც სკოლაში ვსწავლობდით, გვქონდა ქიმიის, ფიზიკის ლაბორატორიები, მაგრამ დღეს, ტექნოლოგიების მხრივ სრულიად სხვა ლაბორატორიებია საერთაშორისო სტანდარტით. ჩვენც გვაქვს ასეთი ლაბორატორიები, მაგრამ სამწუხაროდ არა ყველგან, ძალიან ცოტაა. 400 სკოლა უკვე შერჩეულია, სადაც თანამედროვე, ვირტუალურ რეალური ლაბორატორია გვინდა შევიტანოთ. ეს მაქსიმუმ იქით წელზე გადაიწევს. ამ ხედვამ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ რამდენიმე წელიწადში ეს მონაცემები, რაც ვახსენეთ, გაცილებით გაუმჯობესებული უნდა იყოს”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
2023 წლის აბიტურიენტთა ზოგადი შედეგების შეფასებისას კი გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ შედეგებს ცუდს ვერ უწოდებს.
“წელს რეკორდული რაოდენობა 45 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე, საიდანაც დაახლოებით 77% გახდა სტუდენტი, რაც პრინციპში არ არის ცუდი მაჩვენებელი თუ სხვა წლების მონაცემებსა და სტატისტიკებს შევადარებთ. მე ვისურვებდი, რომ ამ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ასევე ირჩევდეს პროფესიულ განათლებას… დღეს ეს ციფრი მივიღეთ, რაც არ ვფიქრობ, რომ ცუდია”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ამავე თემაზე:
სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით – დეტალები 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება