GE

19 აპრილი, 2018

რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებლები 2018 წლის მდგომარეობით

რომელ სკოლას ჰყავს 2018 წლისთვის ყველაზე მეტი სერტიფიცირებული (უფროსი, წამყვანი, მენტორი) მასწავლებელი და რომელი სკოლები გამოირჩევიან პრაქტიკოს მასწავლებელთა მაღალი რიცხოვნობით – აღნიშნული საკითხით EDU.ARIS.GE– დაინტერესდა და ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისიტემის მიერ მოწოედებულ სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით გთავაზობთ.

EDU.ARIS.GE – წარმოგიდგენთ იმ სკოლების ათეულებს, რომლებსაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავთ. ასევე ცალკე გამოვყოფთ წამყვანი და პრაქტიკოსი მასწავლებლების სიმრავლეს სკოლებში ათეულების მიხედვით.

ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს:

  1. სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა – 109 უფროსი და 3 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 112.
  2. შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი 72 უფროსი და 3 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 75
  3. სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა – 69 უფროსი და 5 წამყვანი მასწავლებელი სულ – 74.
  4. სსიპ – ქალაქ თბილისის №161 საჯარო სკოლა – 71 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 72.
  5. სსიპ – ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა – 69 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი;სულ – 70.
  6. შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი – 68 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 69.
  7. სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა – 69 უფროსი მასწავლებელი; სულ – 69.
  8. სსიპ – ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა – 66 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 67.
  9. სსიპ – ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა – 62 უფროსი მასწავლებელი. სულ – 62.
  10. სსიპ – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა – 57 უფროსი და 2 წამყვანი მასწავლებლი; სულ – 59.

ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს:

  1. სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა – 9 წამყვანი მასწავლებელი;
  2. სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა – 7 წამყვანი მასწავლებელი;
  3. სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა – 5 წამყვანი მასწავლებელი;
  4. შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი – 5 წამყვანი მასწავლებელი;
  5. შპს ბრიტანულ ქართული აკადემია – 4 წამყვანი მასწავლებელი;
  6. შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი – 4 წამყვანი მასწავლებელი;
  7. სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – 4 წამყვანი მასწავლებელი;
  8. სსიპ – ქალაქ თბილისის №171 საჯარო სკოლა – 4 წამყვანი
  9. სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი;
  10. სსიპ – ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისიტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში კიდევ 19 სკოლაა, სადაც 3-3 წამყვანი მასწავლებელი ასწავლის.

ყველაზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავს:

  1. სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა – სულ 158 მასწავლებელი, აქედან 89 პრაქტიკოსი;
  2. სსიპ – ქალაქ თბილისის №55 საჯარო სკოლა – სულ 128 მასწავლებელი, აქედან 82 პრაქტიკოსი;
  3. 3. სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №1 საჯარო სკოლა-სულ 81 მასწავლებელი, აქედან 78 პრაქტიკოსი;
  4. სსიპ – ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლა – სულ 81 მასწავლებელი, აქედან 68 პრაქტიკოსი;
  5. სსიპ – ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლა – სულ 82 მასწავლებელი, აქედან 67 პრაქტიკოსი;
  6. სსიპ – ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა – სულ 112 მასწავლებელი, აქედან 66 პრაქტიკოსი;
  7. სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №1 საჯარო სკოლა – სულ 69 მასწავლებელი, აქედან 66 პრაქტიკოსი;
  8. სსიპ – თბილისის კლასიკური გიმნაზია – სულ 117 მასწავლებელი, აქედან 63 პრაქტიკოსი;
  9. სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა – სულ 172 მასწავლებელი, აქედან 60 პრაქტიკოსი;
  10. სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლა – სულ 59 მასწავლებელი, აქედან 58 პრაქტიკოსი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისიტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში კერძო და საჯარო სკოლების საერთო რაოდენობა 2302-ია. ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში 575,181 მოსწავლე და 66,634 მასწავლებელი ფიქსირდებოდა.

სტატუსების მიხედვით კი მასწავლებლები შემდეგნაირად ნაწილდებიან,  19 086 უფროსი, 224 წამყვანი და 9 მენტორი. პრაქტიკოსი პედაგოგები, რომელთა რაოდენობა 44 175-ია არასერტიფიცირებულთა კატეგორიაში გადიან.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური