GE

რომელ სტუდენტებს შეუძლიათ საბაკალავრო პროგრამებზე მობილობა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში – დეტალები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 – 2024 წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით მიიღებიან:

სტუდენტები, რომლებსაც 2023 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;

სტუდენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა – 20 მისაღები ადგილი;
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა – 20 მისაღები ადგილი;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა – 20 მისაღები ადგილი;
  • მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა – 10 მისაღები ადგილი.

იხილეთ ვადები, კანდიდატთა შერჩევის პრინციპი და წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური