GE

რომელი სასწავლებლები სთავაზობს არაქართულენოვან აბიტურიენტებს ქართული ენის მომზადების პროგრამას

აბიტურიენტებმა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე იციან, თუმცა აპელაციის პროცესის დასრულებამდე, მათ არ აქვთ საშუალება გაიგონ რომელ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანისთვის დრო კვლავ რჩებათ. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში შეცვლის, დამატების და წაშლის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ.

ცნობილია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებიდან ზოგადი უნარების ტესტი არაქართულენოვანმა აბიტურიენტებმა მშობლიურ ენაზე დაწერეს. მათ საშუალება აქვთ განაცხადი გააკეთონ უნივერსიტეტების „1+4“ პროგრამაზე, რომელიც ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი კურსის გავლას გულისხმობს. ამის შემდეგ აგრძელებენ ისინი უნივერსიტეტებში სასურველ მიმართულებაზე სწავლას.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ იმ უნივერსიტეტების სიას და ადგილების რაოდენობას, სადაც მოქმედებს  ქართულ ენაში მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამა არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანულენოვანთათვის სომხურენოვანთათვის, 207- 207 ადგილი. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის – 41-41 ადგილი.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 6-6 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის  და ოსურენოვანთათვის 1-1 ადგილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 225-225 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის  და ოსურენოვანთათვის 45-45 ადგილი.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – აზერბაიჯანულენოვანთათვის და  სომხურენოვანთათვის 11-11 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის 2-2 ადგილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 47-47 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის 9-9 ადგილი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ქუთაისი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის  98-98 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის  და ოსურენოვანთათვის 20-20 ადგილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 170-170 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის  და ოსურენოვანთათვის 34-34 ადგილი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 28-28. აფხაზურენოვანთათვის  და ოსურენოვანთათვის 6-6.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ.ახალციხე, ქ. ახალქალაქი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და  სომხურენოვანთათვის (ახალციხე) 27-27 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის  და ოსურენოვანთათვის (ახალციხე) 7-7 ადგილი. აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის (ახალქალაქი). 20-20 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის  და  ოსურენოვანთათვის  (ახალქალქი ) 2-2 ადგილი.

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (ქ. გორი, ქ. თბილისი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის ახალქალაქი. 21-21 ადგილი.  აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის 4-4 ადგილი.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. თელავი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 28-28 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის 6-6 ადგილი.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქ. ზუგდიდი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 12-12 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის  2-2 ადგილი.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 16-16 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის  3-3 ადგილი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ბათუმი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 66-66 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის 13-13 ადგილი.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (ქ.ბათუმი). აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 3-3 ადგილი აფხაზურენოვანთათვის  და ოსურენოვანთათვის  1-1 ადგილი.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქ. გორი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 33-33 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის 7-7 ადგილი.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (ქ.თბილისი, ქ. სიღნაღი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის. 22-22 ადგილი.

ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი (ქ. ქუთაისი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის 2-2 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის 1-1 ადგილი.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (ქ.გორი) – აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის (აუცილებელია შესარჩევი ტურის გავლა) 7-7 ადგილი. აფხაზურენოვანთათვის  და ოსურენოვანთათვის (აუცილებელია შესარჩევი ტურის გავლა) 1-1 ადგილი.

უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია (თბილისი) – ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანულენოვანთათვის 12 ადგილი.

იხილეთ როგორ ხვდებიან არაქართულენოვანი აბიტურიენტები უნივერსიტეტებში – პროცედურები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური