GE

რომელი სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურება გახდება 1050 ლარი იანვრიდან – განმარტება მინისტრის ბრძანებიდან

სტატუსის მქონე მასწავლებლების 100 ლარით სახელფასო ზრდა კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს აისახა და პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას უკვე იანვრის ბოლოს მიიღებენ.

მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში განსაზღვრულია სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლების ანაზღაურების მატების ნაწილიც და განმარტებულია რა შემთხვევაში რას შეადგენს სპეცმასწავლებლის ანაზღაურება:

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით;

ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით.“.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 470 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 570 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 620 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 670 ლარს.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 650 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 950 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1050 ლარს.

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში განმარტებულია რომელი სტატუსის მასწავლებლისთვისთვის როგორ ანგარიშდება ანაზღაურება.

დეტალური დაანგარიშებისთვის იხილეთ მინისტრის სრული ბრძანება.

ამავე თემაზე:

სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი