GE

რუსთავში ფულად ჯილდოს ვერცხლის მედალოსანი სკოლადამთავრებულებიც მიიღებენ – მერიის გადაწყვეტილება

რუსთაველი მოსწავლეები, რომლებიც სწავლას ვერცხლის მედალზე დაამთავრებენ, რუსთავის მერიისგან ფულად ჯილდოს, 300 ლარს მიიღებენ.

ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 15 ნოემბერს, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს განაცხადა.

“მშობელთან ერთად, ქალაქის მერია წაახალისებს, მცირედ მოტივაციას შეუქმნის ახალგაზრდას, რომ იქნებ ოქროს მედალი აიღოს და ჯილდოც შეხვდეს მერიისგან. ასე რომ, 2024 წელს დავაჯილდოებთ როგორც ოქროსმედალოსნებს, ასევე ვერცხლისმედალოსნებიც იქნებიან მერიის მხრიდან წახალისებული”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

გასულ წელს, მერის მიღებაზე მიწვეულმა 150-მა ოქროს მედალოსანმა, 500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო და ლოტოტრონით გათამაშებული სხვადასხვა საჩუქრები მიიღო.

წყარო: info rustavi

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური