GE

რუსთავში გატესტილი 192 მასწავლებლიდან კორონავირუსი 31-ს დაუდასტურდა

კორონავირუსზე გეგმური ტესტირების ფარგლებში რუსთავში კვლევა 192 მასწავლებელს ჩაუტარდა. 31 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან ადამია აცხადებს, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 192 პირი გამოიკვლიეს და გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 31 პირს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 589 677 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 127 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 162 773 940 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 375 573 ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო: „ინფო რუსთავი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური