GE

რუსთავში მე-4 კლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა – იგეგმება 25 ბავშვისა და 5 მასწავლებლის გატესტვა  

რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა.

როგორც სკოლის დირექტორმა ნაირა ქარუხნიშვილმა განაცხადა, ბავშვი მე-4 კლასის მოსწავლეა და მთელი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ნაირა ქარუხნიშვილის თქმით, მოსწავლე სკოლაში ბოლოს ორშაბათს, 15 თებერვალს, იმყოფებოდა. მანვე აღნიშნა, რომ იგეგმება ინფიცირებულ მოსწავლესთან კონტაქტში მყოფი 25 ბავშვისა და 5 მასწავლებლის გატესტვა ვირუსზე.

რაც შეეხება იმ საკლასო ოთახს, რომელთანაც მოსწავლეს შეხება ჰქონდა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

წყარო: inforustavi

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური