GE

საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერებს აყენებენ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სათვალთვალო კამერებს აყენებენ. კამერების დაყენება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება.

როგორც News.ge-ს სააგენტოს დირექტორმა რამაზ სულამანიძემ განუცხადა, კამერები დაყენდება საბავშვო დაწესებულებების სამზარეულოში, შესასვლელში და საწყობებში. მისი განმარტებით, აღნიშნული სიახლე პრევენციული ხასიათისაა, რათა უკეთესად გაკონტროლდეს სურსათის ხარჯვა და სამზარეულოსა და საწყობში მომუშავე პერსონალის საქმიანობა.

„კამერები ბაღების ნაწილში ადრეც იყო დაყენებული დირექტორების ინიციატივით და ამან გაამართლა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ორგანიზებულად ყველა საბავშვო ბაღში გავაკეთოთ. ამგვარად, უკეთესად კონტროლდებოდა კვების პროდუქტების ხარჯვა, რათ არ მომხდარიყო არასწორად დახარჯვა. ჩვენთან ხშირად შემოდის მშობლებისგან ინფორმაცია არასწორ ხარჯვასთან დაკავშირებით. ამიტომ, ამ სათვალთვალო კამერებით ხარჯვის პრევენცია მოხდება“, – აცხადებს რამაზ სულამანიძე.

მისივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობის ფარგლებში, ამ ეტაპზე, თბილისის ყველა ბაღში ცენტრალიზებული გათბობის გაყვანა მიმდინარეობს.

წყარო: news.ge

ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური