“სადაზღვეო საქმე” სამეცნიერო კონფერენცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამები „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ და “სადაზღვევო საქმე“ აცხადებს თეზისების მიღებას სამეცნიერო კონფერენციისთვის შემდეგ მიმართულებებში:
– ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის მენეჯმენტი
– ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი
– საზოგადობრივი ჯანდაცვა
– ჯანდაცვის ეკონომიკა
– სადაზღვევო საქმე
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
კონფერენციის ჩატარების შემდეგ მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის სამეცნიერო კრებულში და ელ-ჟურნალში.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ან დამოუკიდებელ ახალგაზრდა მკვლევარებს.
მონაწილეობის მსურველებმა 2013 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ თეზისი ქართულ და ინგლისურ ენაზე და მოხსენების შინაარსი სრულად. მოხსენებებს განიხილავს სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი და პასუხს მონაწილეებს აცნობებს არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი