GE

“სადუნის” დირექცია აუტისტი მოსწავლის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

ბაღ “სადუნში” აუტიზმით დაავადებული 4 წლის ბავშვის ცემის ფაქტს თავად “სადუნის” დირექცია ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა.

როგორც დირექციის წერილშია ნათქვამი, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ბაღში მსგავსი შემთხვევა არასოდეს მომხდარა.

რედაქციის თანამშრომელი აცხადებს, რომ ბავშვმა სახეზე თვითდაზიანებები მიიყენა.

“ბავშვს კომუნიკაციის უნარი რა თქმა უნდა შეფეხებული აქვს, რადგან აუტიზმია განვითარებული. როდესაც აგრესიული ხდება და ვთქვათ წიგნს ხევს და არ ანებებს თავს, მხოლოდ ვართმევდით წიგნს, სხვა არაფერი გაგვიკეთებია. მისი პედაგოგი ხელებზე სულ დაჩქმეტილია.” – აცხადებენ “სადუნის” თანამშრომლები.

ცნობისათვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაღ “სადუნში” აუტიზმით დაავადებული 4 წლის პატარა პედაგოგმა სცემა.

news.ge

იხილეთ ორიგინალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური