GE

საგანმანათლებლო პროექტის – “საუბრები ხელოვნებაზე” მორიგი შეხვედრა კსუ-ში გაიმართა

17 დეკემბერს, კსუ-ის საკონფერენციო დარბაზში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და უნივერსიტეტის ხელშეწყობით, რაიონში რეგისტრირებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, საგანმანათლებლო პროექტის – „საუბრები ხელოვნებაზე” მორიგი შეხვედრა – თანამედროვე ქართველ მწერალთან – დათო ტურაშვილთან გაიმართა.

შეხვედრას რაიონში რეგისტრირებული 22 სკოლის 44 უფროსკლასელი, მათი ქართული ენის პედაგოგები და კსუ-ს სტუდენტები ესწრებოდნენ.

,,ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო – წიგნებზე საუბარია, რადგან მასზე დიდი გამოგონება არ არსებობს“ – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი დავით ტურაშვილმა საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ აუდიტორიასთან. მწერალმა თავის ლექციაში, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოზე ისაუბრა, სადაც აუცილებლად ფასდება მოსწავლეების მონდომება და განათლება, სწორედ ამიტომ მათ მუდმივი პროგრესისაკენ, სწავლისაკენ და პროფესიის სწორად არჩევისაკენ მოუწოდა.

შეხვედრის დროს, მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის – ,,ჩაძირული ქალაქის“ განახლებული ვერსიის პრეზენტაცია – გაყიდვაც გაიმართა. ეს რომანი დიდი ხნის წინ გამქრალ, მტკვრის სიღრმეებში გაუჩინარებულ თბილისზეა, რომელიც ახალ ეპოქასა და გარდატეხებს შეეწირა.

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ციკლი – „საუბრები ხელოვნებაზე” 2019 წელსაც გაგრძელდება, სადაც უფროსკლასელები და დაინტერესებული პირები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მოღვაწეების მონაწილეობით, საჯარო ლექციებს დაესწრებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური