საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების ახალი წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის 21 მარტის ბრძანებით, დამტკიცდა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების ახალი წესი.
საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი
ბრძანებაში მოცემულია საგნები, რომელშიც ტესტირება ჩატარდება; ვის აქვს ტესტირებაში მონაწილეობის უფლება; რამდენი იქნება ტესტირების საფასური; ინფორმაცია ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შესახებ.
ასევე, მოცემულია გამოცდაზე გამსვლელ პირთა უფლება-მოვალეობები და შედეგების გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია.
როგორც ცნობილია, გამოცდით სტატუსის შეცვლის მსურველი მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გამოცდა 2022 წლის ზაფხულში უნდა ჩატარდეს. არსებული სქემის მიხედვით, თუკი მასწავლებელს სურს, რომ წამყვანის სტატუსი მიიღოს და მზადაა ამისთვის, ის ჩააბარებს სტატუსისთვის განკუთვნილ გამოცდას პროფესიული უნარების მიმართულებით – უფროსი წამყვანისთვის განსაზღვრულ გამოცდას, ხოლო წამყვანი – მენტორის გამოცდას. სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.
ასევე იხილეთ:
-
მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება – ვადები და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განისაზღვრა, ვის ეხება ზამთრის პერიოდში საგნის გამოცდის ჩაბარება – დეტალები გამოცდის თავისებურებებზე
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე