საკვირაო სკოლა აბიტურიენტებისთვის – გააკეთე შენი პროფესიული არჩევანი
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის იწყებს ახალგაზრდულ პროექტს, “გააკეთე შენი პროფესიული არჩევანი“.
პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებისთვის დეფიციტურ პროფესიებზე მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციების შესახებ. ასევე, თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გამოიმუშაოს ლიდერული უნარები, რაც დაეხმარებათ მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია XI-XII კლასის მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 აპრილი, რის შედეგადაც პროექტისთვის შეირჩევა 45 საუკეთესო აპლიკაცია.
პროექტის ხანგრძლივობაა: 22 აპრილი – 21 მაისი. სესიები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (შაბათ-კვირას), თითოეული სესიის ხანგრძლივობაა – 2 საათი.
მონაწილეობის მიღება უფასოა. გთხოვთ, დაინტერესებულმა მონაწილეებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
გისურვებთ წარმატებებს, გელოდებით.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი