სამართლის კონგრესი – ELSA Tbilisi-ისა და ISIE-ს ერთობლივი ღონისძიება სტუდენტებისთვის ალტე უნივერსიტეტში გაიმართება
სამართლის კონგრესი არის ELSA Tbilisi-ისა და ISIE-ს ერთობლივი ღონისძიება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამართლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს სამართლებრივი ცოდნის მიღებასა და პროფესიულ დასაქმებაში. პროექტის მთავარი პარტნიორია ალტე უნივერსიტეტი.
სამართლის კონგრესი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ქ. თბილისში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ღონისძიებაზე მოწვეული იურიდიული ფირმების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამართლის სფეროში არსებული სხვა ორგანიზაციების ვაკანსიებს, გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, გააკეთონ განაცხადი დასაქმებასთან დაკავშირებით, გაეცნონ წარმოდგენილი ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას, დაამყარონ პროფესიული კონტაქტები და ამასთან ერთად, მოისმინონ საჯარო ლექცია თემაზე: „განათლების როლი ადამიანის უფლებებისთვის“, რომელსაც გაუძღვება სამართლის დოქტორი, ბესარიონ ზოიძე.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ იურიდიულ სფეროსთან დაკავშირებული ვაკანსიები 18-დან 25 წლამდე სამართლის სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა იურისტებისთვის.
თარიღი: 2023 წლის 26 თებერვალი, 13:00 საათი.
მის: ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქუჩა N2.
სარეგისტრაციოდ გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია, 25 თებერვლის დღის ბოლომდე:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: lawcongress@isie.ge
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი