სამართლის შიდა სახელმწიფოებრივი კონფერენცია
7 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუირიდიული ფაკულტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართება სამართლის შიდა სახელმწიფოებრივი კონფერენცია თემაზე: „ქართული სამოქალაქო საპროცესო სამართალი და მისი განვითარების თანამედროვე ტენდენციები“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომხსენებელთა გამოსვლები უმთავრესად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებს შეეხება.
კონფერენციის მსვლელობისას გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები, პროფესორ მასწავლებლები და ის საერთაშორისო ორგანიზაციები რომელთაც ამ საკითხებთან აქვთ შეხება.
მისამართი: სასტუმრო „ქორთიართ მერიოტი“ (დარბაზი #6)
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი