სამინისტრო აუტისტი ბავშვის დაზიანებაზე: შემთხვევა მოხდა კერძო სკოლის ბაღში, თუმცა, ცხადია, კომპეტენციის სფეროებზე საუბარი აქ უადგილოა
კერძო ბაღ “სადუნში” აუტისტი ბავშვის დაზიანების ფაქტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატა ასათიანი ეხმაურება.
როგორც ასათიანი “ფეისბუქში” წერს “სადუნში” მომხდარი ფაქტი შემაშფოთებელია. მისი შეფასებით აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი.
“განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს განათლების სისტემაში ინკლუზიური პრინციპების გაძლიერებაზე. აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის სკოლებში დავნერგეთ განათლების მიღების და სოციალიზაციის დამატებითი საშუალებები, მუდმივად ვმუშაობთ მშობლებთან და მასწავლებლებთან, რათა გაძლიერდეს ბავშვების ინტეგრაცია, გადაილახოს სტიგმა და ყველა მოსწავლეს მიეცეს საშუალება, ჰქონდეს სრულფასოვანი და ბედნიერი ბავშვობა და ახალგაზრდობა.
რაც შეეხება პატარა გაბრიელის შემთხვევას, ცხადია, რომ საუბარია ძალიან მძიმე და შემაშფოთებელ ფაქტზე. პირველ ეტაპზე აუცილებელია გამოძიების დასრულება და ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება. კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
მოგეხსენებათ, შემთხვევა მოხდა კერძო სკოლის ბაღში – თუმცა, ცხადია, უფლებამოსილებაზე და კომპეტენციის სფეროებზე საუბარი აქ უადგილოა, რადგან საქმე ეხება ბავშვის უფლებების დაცვას, რის სადარაჯოზეც განათლების სამინისტრო ყოველთვის განუხრელად იდგება.” – წერს ნატა ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღის აუტისტი აღსაზრდელი პედაგოგმა სცემა. ფაქტი მალევე უარყო ბაღის დირექციამ და პატარას სახეზე არსებული იარები თვითდაზიანებებით ახსნეს.
news.ge
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია