GE

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ოფიციალური პრეზენტაცია

დღეს, 12 საათზე, სასტუმრო „რედისონ-ბლუ ივერიაში“ არასამთავრონო ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ პრეზენტაცია გაიმართება.

„სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ დაფუძნდა 2013 წლის 30 მაისს. ფორუმის მისიაა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და საქმიანობის მხარდაჭერა და ამასთანავე, სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, როგორც არარეგისტრირებული ქსელი ჯერ კიდევ 2011 წელს ჩამოყალიბდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა დ პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH- International – ი კონსულტაციის და ტრეინინგის ცენტრთან პარტნიორობით. სწორედ ამ ორი ორგანიზაციის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ იწყებს დამოუკიდებელ საქმიანობას. პრეზენტაცია დაესწრებიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, სამოქალაქო განათლებისა დ პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან, სამოქალაქო განათლების საგნის პედაგოგები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები.

news.ge

იხილეთ ორიგინალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური