სამოქალაქო ინჟინერია – ქართული და ამერიკული დიპლომის მოპოვების უნიკალური შესაძლებლობა
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2023/06/iliauni-2806-458x257.jpg)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ, კალიფორნია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბაროთ სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამაზე და მოიპოვოთ დიპლომი, როგორც ამერიკული, ისე ქართული უნივერსიტეტიდან. პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური, როგორც ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაზე, 2250 ლარია.
ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის, ორი (ამერიკული და ქართული) დიპლომის მოპოვებისა და ერთი-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების უნიკალური შესაძლებლობა.
სწავლის პროცესში შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია).
პროგრამის არჩევა უკვე შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) ბაზაში კოდით 0100130.
მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდი ღია კარის დღეზე, რომელიც ჰიბრიდული ფორმატით ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება.
ღია კარის დღეზე რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს
ვირტუალური ტური ილიაუნის ტექნოლოგიების კამპუსში
-
ილიაუნის 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს ბოტანიკურ ბაღში ილიაუნი გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი