სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ჯარიმით ან 3–წლამდე პატიმრობით დაისჯება – კანონი
პარლამენტმა 82 ხმით დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
კანონის ავტორი და ინიციატორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილია. ცვლილება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შევიდა და როგორც ავტორი განმარტავს, მისი მიზანია წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების შემთხვევების დაზუსტება.
“სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით. კანონის მიღების მიზანია ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
-
ცნობილია რომელი სკოლა რა თანხას მიიღებს ერთ მოსწავლეზე კლასების მიხედვით და რამდენი იქნება დამატებითი დაფინანსება – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ისევ ჩატარდება თუ გაუქმდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა? – განათლების სამინისტროსა და NAEC-ის პასუხები
by ARIS.GE-განათლება
-
აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“
by თავისუფალი ტრიბუნა