ისევ ჩატარდება თუ გაუქმდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა? – განათლების სამინისტროსა და NAEC-ის პასუხები
2025 წლის მიღებამდე არსებული უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი (საგრანტო წესი) გაუქმებულია. სასწავლო გრანტების გაუქმების პასუხად, მთავრობამ უფასო უმაღლესი განათლება დაგვიანონსა, თუმცა დეტალების გარეშე. ცნობილია ის, რომ ახალი მოდელის ფარგლებში, განისაზღვრება სახელმწიფო დაკვეთა თითოეული უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე.
საგრანტო წესის გაუქმებამ დღის წესრიგში დააყენა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შენარჩუნება-გაუქმების საკითხიც. ცნობისთვის: აქამდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შესაძლებლობას აძლევდა ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოეპოვებინათ ან გაეუმჯობესებინათ საგრანტო დაფინანსება. საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, რომელთაც ან საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება ჰქონდათ.
საგრანტო კონკურსის გამოცდა სტუდენტებისთვის 2025 წლის ზაფხულშიც ჩატარდა და მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა სტუდენტმა მიიღო.
EDU.ARIS.GE დაუკავშირდა განათლების, მენიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასევე შეფასებისა და გამოცდების ცენტრს იმის გასარკვევად, უქმდება თუ არა საგრანტო კონკურსის გამოცდა.
რას პასუხობს ნინო წერეთლის უწყება:
“არ გვაქვს ინფორმაცია, ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არ არის, როდესაც დაიწყება [ზაფხულის გამოცდებისთვის] რეგისტრაცია, მაშინ გახდება ცნობილი”.
რას პასუხობს გივი მიქანაძის უწყება:
“ჯერ დამტკიცებული არ არის კანონის სახით, როგორცკი დამტკიცდება გამოქვეყნდება განათლების სამინისტროს მიერ”.
რაც შეეხება ვადებს, როგორც განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გვიპასუხეს, ცვლილებებს უახლოეს მომავალში ელოდებიან, დეტალებს კი გივი მიქანაძის უწყება გაასაჯაროებს.
ასევე იხილეთ:
-
ადამიანის უფლებათა სწავლება და პედაგოგთა ტრენინგები – რას ითხოვს სახალხო დამცველი განათლების მინისტრისგან
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინმეს გინახავთ მსჯელობა იმაზე, რატომ მოდიან წლიდან წლამდე უნივერსიტეტებში უფრო ნაკლებად მომზადებული სტუდენტები?“
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს არის ყველა აბიტურიენტისთვის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რეგისტრაციის პროცესში“
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
