SANGU გაზაფხულის სემესტრისთვის სტუდენტთა მობილობას აცხადებს – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
SANGU-ში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირთა მობილობის წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ისტორია – 10 ადგილი
- ქართული ფილოლოგია – 15 ადგილი
- სამართალი – 10 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ქართული ფილოლოგია – 10 ადგილი
- საქართველოს ისტორია – 10 ადგილი
- სამართალი – 10 ადგილი
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) – 10 ადგილი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება – 10 ადგილი
- ფსიქოლოგია – 15 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება – 15 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 5 ადგილი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 5 ადგილი
მობილობის მსურველთა რეგისტრაცია მობილობის ონლაინ პორტალზე იწარმოებს 28 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით (18:00 საათამდე).
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2026 წლის 12-17 თებერვალი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად – 2026 წლის 19 თებერვალი;
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში – 2026 წლის 19 თებერვალი.
შენიშვნა: სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო, აგრეთვე სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2 250 ლარს, ხოლო:
- კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე – 2 750 ლარს.
სამაგისტრო პროგრამებზე:
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 2 500 ლარს;
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 3 900 ლარს.
იხილეთ: მობილობის წესით SANGU-ში გადასვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
-
SANGU-მ კომპანია LiveSupport-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში საახალწლო კარნავალი გაიმართა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
სანგუს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ კონფერენციაში „დიპლომატები“
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი