SANGU-ს მოძრაობა „დავითიანნის“ პროექტის მონაწილეები ეწვივნენ
21-23 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ [DAVITIANNI] პროექტში – „წიგნიერი ლიდერი 2026“ ჩართული მოსწავლეები ეწვივნენ.
უნივერსიტეტის მიერ 26 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სასწავლო პროგრამებსა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, მოინახულეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.
სანგუს ელჩებმა მოსწავლეებს გაუზიარეს ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამებზე, მათ სპეციფიკასა და მომავალი კარიერული განვითარების პერსპექტივებზე.
„სანგუ მადლობას უხდის „დავითიანნის“ გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალშიც მზად არის, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი