„2026: გამოწვევები სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობისთვის“ – SANGU-ში დევიდ ელერის ლექცია გაიმართება
29 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პროფესორ დევიდ ელერის (David Ellery) საჯარო ლექცია, თემაზე – „2026: გამოწვევები სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობისთვის“ გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციის ფარგლებში პროფესორი ელერი ისაუბრებს 2026 წლის გლობალურ სტრატეგიულ გარემოზე და იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ლიდერობას, სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მდგრადობას, ასევე სტრატეგიულ აზროვნებაზე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენას უკავშირდება.
ლექციაზე სასაუბრო ენა ინგლისური იქნება, მასზე დასწრება კი თავისუფალია.
ცნობისთვის, პროფესორი დევიდ ელერი სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტია. მას 35-წლიანი გამოცდილება აქვს საგარეო და სახელმწიფო სამსახურში და უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა სტრატეგიული პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.
იგი არის დარემის უნივერსიტეტის პროფესორი და საპატიო წევრი, ვენის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული სტრატეგიული ლიდერობის კურსის დეკანი და ოქსფორდის უნივერსიტეტის „Changing Character of War“ პროგრამის უფროსი მკვლევარი. ასევე, თანამშრომლობს დარემის კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტთან, სადაც მისი საქმიანობა კონცენტრირებულია სტრატეგიასა და სტრატეგიულ ლიდერობაზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების და გამოყენების კონტექსტში.
-
SANGU-მ კომპანია LiveSupport-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში საახალწლო კარნავალი გაიმართა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
სანგუს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ კონფერენციაში „დიპლომატები“
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი