SANGU-ში პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია გაიმართა
29 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პროფესორ დევიდ ელერის (David Ellery) საჯარო ლექცია, თემაზე – „2026: გამოწვევები სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობისთვის“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საპატიო სტუმარი უნივერსიტეტში, სანგუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მიიღო.
ლექციის ფარგლებში პროფესორმა ელერმა ყურადღება გაამახვილა 2026 წლის გლობალურ სტრატეგიულ გარემოზე და იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ლიდერობას, სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მდგრადობას, ასევე სტრატეგიულ აზროვნებაზე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენას უკავშირდება.
ღონისძიებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე სტრატეგიული აზროვნების შესახებ დისკუსიის გაღრმავებაში უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში.
პროფესორი დევიდ ელერი არის სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტი, რომელსაც საგარეო და სახელმწიფო სამსახურში 35-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა სტრატეგიული პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი