SANGU-ში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
თუ სტუდენტი ხარ და პირველ სამსახურს ეძებ, ან უბრალოდ ახალ კომპანიაში გაინტერესებს საკუთარი ძალების გამოცდა, მაშინ აუცილებლად უნდა დაესწრო SANGU-ს დასაქმების ფორუმს.
19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, SANGU-ს შიდა ეზოში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით იმართება დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებული ორგანიზაციები.
დასაქმების ფორუმი ტარდება როგორც სტუდენტებისთვის, ისე კურსდამთავრებულებისათვის.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან და მათი დასაქმების ხელშეწყობა. სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ადგილზე გაიგონ სხვადასხვა კომპანიაში არსებული ვაკანსიები.
-
SANGU-მ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებს უმასპინძლა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„AI – შენი კრეატიული თანაშემწე“ – SANGU-მ მოსწავლეებს უმასპინძლა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა – რას ისწავლით
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი