SANGU-მ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებს უმასპინძლა
4 მაისს, სანგუმ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის უფროსკლასელებს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მიერ 5 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში – „როგორ ფიქრობს პროგრამისტი – ალგორითმები თამაშებით“.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ, როგორ ფიქრობს პროგრამისტი პრობლემის გადაჭრის პროცესში და როგორ იშლება რთული ამოცანა მარტივ ეტაპებად.
- ისწავლეს პრობლემის სტრუქტურირებულად გააზრება;
- გაიგეს ალგორითმების მნიშვნელობა და მათი პრაქტიკული გამოყენება;
- თამაშებისა და ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით განივითარეს სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარები.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში და თავადაც გამოსცადეს, რას ნიშნავს პროგრამისტის აზროვნება.
ვორკშოპს უძღვებოდა მედეა იორდანიშვილი, რომელმაც მონაწილეებს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პროგრამირების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
ვორკშოპის დასრულების შემდეგ, სანგუს ელჩებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტი დაათვალიერებინეს, ასევე საბაკალავრო პროგრამები და მათთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები გააცნეს.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი