„AI – შენი კრეატიული თანაშემწე“ – SANGU-მ მოსწავლეებს უმასპინძლა
28 აპრილს, სანგუმ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მიერ 1-ელ მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში – „AI – შენი კრეატიული თანაშემწე“.
ვორკშოპი ჩატარდა პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობას და მის პრაქტიკულ გამოყენებას:
- როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი;
- როგორ გამოიყენება ის დღეს სხვადასხვა სფეროში;
- როგორ შევასრულოთ კრეატიული დავალებები AI ინსტრუმენტების დახმარებით.
მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოისმინეს, არამედ თანამედროვე AI ინსტრუმენტები თავადაც აქტიურად გამოსცადეს.
ვორკშოპს უძღვებოდა დავით კურცხალია, რომელმაც მონაწილეებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე ხედვები გაუზიარა.
-
SANGU-ს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ეწვია
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
2027 წლის აბიტურიენტების გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე SANGU მიღებას აცხადებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი