საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით 51–ე ადგილზეა – უახლესი კვლევის შედეგები
საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით 61 ქვეყნიდან 51–ე ადგილზეა.
ცენტრალური კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯონ მილერმა 60-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარა კვლევა განათლებასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და წიგნიერების დონის შესახებ. აღმოჩნდა, რომ სკანდინავიური ქვეყნები გამოირჩევიან წიგნიერების მაღალი დონით, რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებზე.
“ჩვენ მიერ შემოწმებულმა ფაქტორებმა ერების კულტურული სიცოცხლისუნარიანობის კომპლექსური და რთული პორტრეტი გვიჩვენა, ის რასაც რეიტინგი გვთავაზობს და მსოფლიო წიგნიერება გვიჩვენებს, არის რომ მსგავსი კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობები აუცილებელია პიროვნებისა და ერის წარმატებისთვის, ხოლო მათი წარმატება პირდაპირ დაკავშირებულია ცოდნაზე-დაფუძნებულ ეკონომიკაზე, რაც შემდგომში ჩვენს გლობალურ მომავალს განსაზღვრავს.
რეიტინგის შეფასების კრიტერიუმები ეხებოდა სხვადასხვა ღონისძიებებსა და მიღწევებს წიგნიერებაში – პროგრესი საერთაშორისო საკითხავ ლიტერატურის სწავლებაში, საერთაშორისო სტუდენტური შეფასების პროგრამა და სხვა „წიგნიერი ქცევის მახასიათებლები“. რაც მოიცავდა 15 ჯგუფს ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში: ბიბლიოთეკები, გაზეთები, განათლების სისტმის მიერ შეტანილი წვლილი, კომპიუტერის ხელმისაწვდომობა, როგორც მოსახლებისთვის, ასევე ცალკეულ მოსახლეზე.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ფაქტორები. მილერის განცხადებით, წიგნიერების შეფასება მხოლოდ საერთაშორისო საკითხავ ლიტერატურის სწავლებაში არსებული პროგრესით საერთოდ სხვა შედეგს მოიტანდა. მისივე თქმით, მხოლოდ ტესტით შეფასების შემთხვევაში ოკეანეთის ქვეყნების – სინგაპური, სამხრეთ კორეა, იაპონია და ჩინეთი რეიტინგის ტოპ სიაში იქნებოდნენ, ფინეთი კი იქნებდა ერთადერთი არა-ოკეანეთის ქვეყანა, რომელიც სიის დასაწყისში მოხვდებოდა. ხოლო, მაშინ როცა შეფასების კრიტერიუმებს დაემატა ბიბლიოთეკების სიდიდე და ხელმისაწვდომობა, ოკეანეთის ქვეყნების რეიგინტი დრამატულად დაეცა.
მხოლოდ სტუდენტების მიერ კითხვებზე გაცემული პასუხით მიღებული შეფასება ვერ ჩაითვლებოდა წიგნიერები დონის განმსაზღვრელად”,-ამბობს მილერი.
TIMSS – ქართველი მოსწავლეების შემაშფოთებელი შედეგები
ქართველი პედაგოგები თვითშეფასების მაჩვენებლით ფინელ კოლეგებსაც უსწრებენ – კვლევის შედეგები
მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა
წყარო: washingtonpost.com; ccsu.edu
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება