ქართველი პედაგოგები თვითშეფასების მაჩვენებლით ფინელ კოლეგებსაც უსწრებენ – კვლევის შედეგები
ფინური განათლების სისტემაზე დამკვიდრებული მაღალი შეხედულება უსაფუძვლო რომ არ არის ამას ფინელი მოსწავლეების ცოდნის მაჩვენებელი მოწმობს. სხვადასხვა კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტს ფინელი მოსწავლეები კითხულობენ; ყველაზე საუკეთესო შედეგებს საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებებშიც სწორედ ისინი აღწევენ. დღევანდელ სტატიაში ფინურ განათლების სისტემაზე არ მოგიყვებით, უბრალოდ, შევადარებთ ქართველ და ფინელ პედაგოგებს. შედარების საშუალებას კი TALIS-ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა.
TALIS-ის კვლევა სკოლის პედაგოგების მომზადებასა და პროფესიულ განვითარებას, მუშაობის ფორმას და უკუკავშირს, მასწავლებელთა შეხედულებებისა და დამოკიდებულებებს, ასევე, სწავლებისა და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ თვითშეფასებებს შეისწავლის. TALIS-ი ასევე იკვლევს მასწავლებლების მიერ საკუთარი ეფექტიანობის სამუშაოთი კმაყოფილების მაჩვენებელს; აფასებს სკოლასა და საკლასო ოთახში არსებული ატმოსფეროს.
TALIS-ის უახლეს კვლევაში, რომელიც 35 ქვეყანაში ჩატარდა, მონაწილეობა ქართველმა პედაგოგებმაც მიიღეს. შედეგის გათვალისწინებით, გადაჭარბებული ნათქვამი არ გამოგვივა თუ ვიტყვით, რომ თვითშეფასების კომპონენტით, ქართველი პედაგოგები ფინელ პედაგოგებს ბევრად უსწრებენ.
ქართველი პედაგოგების თვითშეფასების მაჩვენებელი რუმინეთის გამოკლებით აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისას აღემატება და სჭარბობს ისეთ წარმატებულ სისტემებში მოღვაწე პედაგოგების თვითშეფასებას როგორებიცაა ფინეთი, სინგაპური, ჰოლანდია და კანადა. ქართველი მასწავლებლები უფრო მომზადებულად გრძნობენ თავს ვიდრე მასწავლებლები საფრანგეთში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, იაპონიასა და მექსიკაში.
კვლევის თანახმად, ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში ყველაზე მაღალია 60 წლის და უფრო მაღალი ასაკის პედაგოგების წილი, ხოლო ახალგაზრდა პედაგოგების მაჩვენებელი ყველაზე დაბალი.
გარდა ამისა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სამუშაო ადგილის, ანუ სკოლის უცვლელობის კუთხით. თუ TALIS-ის საშუალო მონაცემი 8 წელია, ქართველი მასწავლებლები საშუალოდ ერთსა და იმავე სკოლაში 18 წელი მუშაობენ. ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სამუშაო სტაჟის მაჩვენებელიც – საქართველოში ის დაახლოებით 23 წელია.
უფრო კონკრეტულად, როგორ აისახება ციფრებში ქართველი პედაგოგების თვითშეფასების მაჩვენებელი და რა კუთხით აფასებენ ისინი გაწეულ შრომას:
- ქართველი მასწავლებლების 92% ამბობს, რომ ხშირად ან ყველა გაკვეთილზე ამოწმებს ყველა მოსწავლის სავარჯიშო რვეულს – მაშინ, როცა ყველას სხვა ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელი 72%-ია, ფინეთში კი 67%.
- ჩეხეთში 32%; სინგაპურში 21%; ფინეთში 37%; იაპონიაში კი 22%; პედაგოგებისა ამბობს, რომ მოსწავლეებს, რომელთაც დავალების შესრულება უჭირთ, განსხვავებულ დავალებას აძლევენ – იგივე კითხვაზე დადებით პასუხი ქართველი მასწავლებლების 67%-მა გასცა.
- ქართველი მასწავლებლების 67% ამბობს, რომ თითქმის ყველა გაკვეთილზე მუშაობს მოსწავლეების მცირე ჯგუფებთან. მაშინ, როდესაც იგივეს აცხადებს ფინელი მასწავლებლების მხოლოდ 37%, სინგაპურის 33% და აშშ-ის 55%.
- თუ გაკვეთილზე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ფინელი მასწავლებლების 18%, სინგაპურელი პედაგოგების 30%, და ინგლისელი პედაგოგების 36% იყენებს, ამ კუთხით ქართველი მასწავლებლების პროცენტული მაჩვენებელი ორმაგი და ხშირად სამმაგია.
- აძლევენ თუ არა მასწავლებლები მოსწავლეებს საშუალებას, საკუთარი წინსვლა შეაფასონ? – კვლევაში მონაწილე ქართველი მასწავლებლების 71% აღნიშნულ კითხვაზე დადებით პასუხს სცემს. იმავე კითხვაზე დადებითად პასუხობს ფინელი პედაგოგების მხოლოდ 27%; სინგაპურელი მასწავლებლების 32% და ესტონელი პედაგოგების 29%.
- თუ ქართველი პედაგოგების 58% ამბობს, რომ ყველა გაკვეთილზე იყენებს სტანდარტიზირებულ ტესტებს – იგივე კითხვაზე დადებით პასუხს კანადელი პედაგოგების 18% სცემს; ფინელი 28%; ავსტრიელი 32%; რუმინელი 20% და ხორვატი 23%.
- მოსწავლის დაფასთან გამოყვანის პრაქტიკას ქართველი პედაგოგების 61% იყენებს. ფინეთში მხოლოდ 11%; ისლანდიაში 5%; ჰოლანდიაში კი 14%;
- ქართველი მასწავლებლების 88% ამბობს, რომ იყენებს სხვა პედაგოგებთან ერთად მუშაობის პრაქტიკას. მაშინ როდესაც ერთ კლასში გუნდური მუშაობის პრაქტიკა ფინეთში 68%; ავსტრალიაში 65%; ჰოლანდიაში 31%; ხოლო კანადაში 50% -ს შეადგენს.
რაც შეეხება სკოლაში და სასწავლო პროცესზე დახარჯულ დროს, TALIS-ის კვლევებში მონაწილე ქვეყნები სასკოლო საქმიანობაზე კვირაში 44 საათს ხარჯავენ, სწავლებაზე კი 23 საათს. ქართველი მასწავლებლები კი სასკოლო საქმიანობას კვირაში 44 საათს უთმობენ, ხოლო სწავლებას 18 საათს.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ რიგითი ფინელი პედაგოგის ხელფასი 2500 ევროა. ამის მიუხედავად, ქართველი პედაგოგები ბევრად უფრო კმაყოფილები არინ თავიანთი სამუშაოთი და პროფესიით ვიდრე ფინელი მასწავლებლები.
როგორც კვლევით ირკვევა, ქართველი პედაგოგები ყველაზე თავდაჯერებულად გრძნობენ თავს კლასის მართვასთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტისას და შედარებით ნაკლებად თავდაჯერებულები არიან სწავლებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებისას.
კვლევა საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა და ადმინისტრირების პროცესში საქართველოს 440 სკოლის 6000- ათაზე მეტი პედაგოგი გამოკითხა.
მიუხედავად თვითშეფასების ასეთი მონაცემებისა, აღიარებულია, რომ ფინეთი, სინგაპური, ამერიკა და კანადა დღეს განათლების სისტემების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნები არიან; საქართველოში კი ზოგადი განათლება სუსტ რგოლად ითვლება. თუ რატომ არის აცდენილი შეფასება და რეალობა ერთმანეთისგან, ამ საკითხზე Aris.ge-განათლება ექსპერტების შეფასებებს შემოგთავაზებთ.
TALIS-ის რეკომენდაციები:
- პროფესიული განვითარების აქტივობებში კონსტრუქციული მიდგომების გატარება
- მასწავლებლების პროფესიული განვთარების შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდა
- მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ხელშწყობა
- მასწავლებლების შეფასებაში სკოლების კომპეტენციის გაზრდა
- მასწავლებლებისათვის მოსამზადებელ პროგრამებში აქტიური სწავლების მეთოდებით, სწავლების ხარიხსის გაუმჯობესება
- მასწავლებლის შეფასების სრულფასოვანი სისტემის შექმნა
- მასწავლებლების ოპტიმალური გადანაწილება სკოლებში
ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა
60 821 პედაგოგიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 151-მა მიიღო – სქემაში გადანაწილების შედეგი
მასწავლებელთა საგნის გამოცდის კრებულები
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება