საქართველოდან უცხოეთში დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლება აღიარდება – პარლამენტმა განხილვები დაიწყო
“განათლების ხარისხის განვითარებისა” და “უმაღლესი განათლების” შესახებ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას ეხება, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
როგორც მომხსენებელმა, განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა განმარტა, კანონების პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღიარებულ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლება.
“აღიარდება, თუ იგი მიღებულია იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და ასევე აშშ-ის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ეს პროგრამები ამ ქვეყნებში უნდა იყოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების მიერ აკრედიტებული. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღიარება შეეხება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არ მოიცავს და არ საჭიროებს პრაქტიკულ, ლაბორატორიულ მხარდაჭერას და ითვალისწინებს სტუდენტების მიერ გამოცდების არადისტანციური ფორმით ჩაბარებას. აღნიშნული საჭიროება დადგა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომელმაც ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა ის მუხლი, რომელიც გამორიცხავდა საქართველოდან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან”, – განმარტა ნოდარ პაპუკაშვილმა.
ამავე თემაზე:
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება