GE

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა აბიტურიენტების მიღება გამოაცხადა

ფოტო –
7400

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოაცხადა აბიტურიენტთა მიღება.

იხილეთ ანკეტა-კითხვარი.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აბიტურიენტებმა პირველ რიგში უნდა მიმართონ უნივერსიტეტს და დარეგისტრირდნენ მითითებულ პროგრამებზე უნივერსიტეტს მიერ დადგენილ ვადებში და გაიარონ შესაბამისი კონკურსი. იხ. ბმული

კონკურსის შედეგების შესაბამისად, აბიტურიენტი ვალდებულია 2014 წლის 25 ივნისიდან ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე სარეგისტრაციო განაცხადში შეცვალოს აკადემიური პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი.

აბიტურიენტების ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ უმაღლესი დაწესებულების შიდა გამოცდების (სპორტული ტური) შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.

2014-2015 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების სპორტული ტურის დებულება იხილეთ ვებგვერდზე www.sportuni.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური