GE

საქართველოს პარლამენტთან და მთავრობის კანცელარიასთან პედაგოგთა საპროტესტო აქცია გაიმართა

დღეს თბილისში პედაგოგების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელდა.

აქციის ორგანიზატორი “პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი” და მისი ხელმძღვანელი დავით ფერაძე არიან.

როგორც ფერაძემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა იყო იმ პედაგოგების სკოლაში დარჩენა, რომელთაც სისტემა იანვრიდან უნდა დატოვონ.

“ამ მასწავლებლებს სკოლის რეჟიმში უნდა მიეცეთ პროფესიული განვითარებისა და შემდგომი წინსვლის საშუალება. ვრცლად და დეტალურად ეს მოთხოვნა გაგზავნილია როგორც მთავრობის კანცელარიაში, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტში, ასევე განათლების სამინისტროში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მასწავლებლებს გამოცდის საფუძველზე დაერქვათ ჩაჭრილები, მაგრამ აქ არის კიდევ სხვა ნიუანსებიც, ზოგს არ უღიარეს კრედიტები, ზოგს არ მიეცა აპელაციის შემდეგ შესაბამისი შედეგი, რაც შესაძლებელი იყო და სხვა. ეს ვარამი დაიწყო წინა მთავრობამ და გააგრძელა ამ ხელისუფლებამ. სკოლაში მასწავლებელი თავის დროზე მიიღეს დიპლომის გამო და მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესია რეგულირებადია, ეს გადაწყვეტილება არის როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების შესახებ კანონის დარღვევა”, – განგვიცხადა დავით ფერაძემ.

ასევე იხილეთ:

ეკატერინე დგებუაძე: პრაქტიკოსი მასწავლებლების სისტემიდან გასვლის შემდეგ, პედაგოგების დეფიციტს არ ველოდებით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური