საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა
დღეს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა და ქართველი მხედართმთავრის, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა.
ცერემონია კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდების მეშვეობით. ასევე, Piper Seneca-ს ტიპის 6 ადგილიანი თვითმფრინავით დაიწყება ჩარტერული რეისების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთაც. აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.
დღეისათვის თელავის აეროპორტში დასაქმებულია 40 ადამიანი. მათ შორის 16 ადგილობრივი მაცხოვრებელია. დასაქმებულთა რიცხვი ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა USAID-თან თანამშრომლობით ორწლიანი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა 6 წლიანი უპირობო ავტორიზაცია მოიპოვა by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
- საავიაციო უნივერსიტეტის ავიაკლუბსა და ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი