გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
მიმდინარე წლის 8-10 დეკემბერს, გორში, 23 წლამდელთა შორის, გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ჯამში 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მედლები ასე გადანაწილდა:
ოქროს მედლები: ნიკა ზანგალაძე (57 კგ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპორტის საბაკალავრო პროგრამა); გოგა ოთინაშვილი (65 კგ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპორტის საბაკალავრო პროგრამა); დავით ფაცინაშვილი (70 კგ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპორტის საბაკალავრო პროგრამა); ომარ გაზაშვილი (61 კგ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული); მერაბ სულეიმანიშვილი (97კგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული).
ბრინჯაოს მედლები: ნიკა ბოჭორიშვილი (57 კგ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპორტის საბაკალავრო პროგრამა); საბა ღამბაშიძე (61 კგ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპორტის საბაკალავრო პროგრამა).
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო სტატია Scopus-ის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი