GE
12 დეკემბერი, 2024 11:36

„ჩვენი მდიდარი ლექსიკა ღარიბდება“ – სავარჯიშო, რომლის გამოყენებასაც ახალგაზრდა ფილოლოგი მშობლებსა და პედაგოგებს სთხოვს

როგორ საუბრობენ თქვენი შვილები? რა სიტყვებია მათ ყოველდღიურ ლექსიკაში? ეს მეტყველება ქართულია? – თუ მშობელი ან მასწავლებელი საკუთარ თავს ამ კითხვით მიმართავს, ერთსიტყვიანი პასუხიც არ დააყოვნებს – „კატასტროფაა“.

იდენტური პასუხი უამრავ მშობელს აქვს. მაშ, რით დაგეხმაროთ?!

ახალგაზრდა ფილოლოგი, ანა ბეჟანიშვილი დღეს, 12 დეკემბერს EDU.ARIS.GE-ს მკითხველ მშობლებსა და პედაგოგებს ეხმარება.

ანა იმ სავარჯიშოს გაგიზიარებთ, რომლითაც მოსწავლეებს ხელს შეუწყობთ, რომ ქართულად ისაუბრონ.

„უცხოური სიტყვების შემოტანა ენაში დგება მაშინ, როდესაც ენობრივ კოლექტივს თვალსაწიერი უფართოვდება და ეცნობა სიახლეს. სალიტერატურო ენაშიც ავტორები ენობრივ ჩარჩოებს სცდებიან, რათა ზუსტად ასახონ სუბიექტის ინდივიდუალურობა და თვისებები. სალიტერატურო მწერლობაშიც ხშირია ჟარგონებისა და სლენგების გამოყენება. მაგალითად, “ტეხავს“, დღესდღეობით ძალიან ხშირად გვესმის ეს ჟარგონი, რომელიც გულისწყვეტასა და დანანებას აღნიშნავს; ზოგჯერ უხერხულ სიტუაციასა და სირცხვილს, თუმცა შესაძლოა, ავტორი ფიქრობდეს, რომ სასაუბრო ენაშიც და სალიტერატურო ენაშიც, ემოციების სწორად გამოსახატად ზუსტი მიგნებაა. ფაქტი ისაა, რომ ჩვენი მდიდარი ლექსიკა ღარიბდება”, – ამბობს ანა.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ისაუბროს ქართული ლექსიკით.

ეტაპი 1
დააკვირდით სიტყვებს, რომლებსაც თქვენი მოსწავლეები/შვილები განსაკუთრებით ხშირად იყენებენ. თავად აწარმოეთ დღიური, რომელშიც ამ სიტყვებს ასახავთ.

ეტაპი 2
სთხოვეთ მოსწავლეს/შვილს, თქვენს დღიურში თავად ჩაწეროს კვირის განმავლობაში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები.

ეტაპი 3
წაიკითხოს თითოეული სიტყვა, ჯერ თავად მოიძიეთ მათი განმარტებები.

ეტაპი 4
ჩაუტარეთ მოსწავლეს ტესტი. სთხოვეთ, ეს სიტყვები გამოიყენოს წინადადებაში, ახსნას მათი მნიშვნელობა, მიუთითოს სინონიმი ან ანტონიმი.

ეტაპი 5
მიეცით სპეციალური დავალება. ყოველ კვირას აღმოაჩინონ ახალი სიტყვები, შესატყვისები, სინონიმები და ანტონიმები.

გამოცდილო პედაგოგებო და მშობლებო, გაგვიზიარეთ გამოცდილება, თქვენ როგორ უმკლავდებით ამ მნიშვნელოვან გამოწვევას?

ასევე იხილეთ:

როცა 5 წლის ბავშვი მოსწავლე ხდება – როგორი უნდა იყოს ყურადღებიანი მშობლის დახმარების გეგმა

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში