საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის პრეზენტაცია
5 ივლისს, 13:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის (ორ წიგნად) პრეზენტაცია გაიმართება.
კომენტარის ავტორები არიან ლევან ნადარაია (საკონსულტაციო კომპანია „ალექსანდრე“-ს საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერი), დოქ. ზვიად როგავა (კავკასიის სამართლის სკოლის სრული პროფესორი საჯარო სამართალში), კახა რუხაძე (უფროსი საგადასახადო მენეჯერი, KPMG-საქართველო) და ბონდო ბოლქვაძე (საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის მენეჯერი, USAID – EPI).
კომენტარი შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროგრამების – აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „მართლმსაჯულების დამუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ (JILEP) და „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI) – მეშვეობით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი