GE

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თსუ-ში

ფოტო –
4373

6 ივნისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დაესწრებიან.

შეხვედრის თემაა “ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სასამართლო”. ღონისძიების ბოლოს დაიმართება დისკუსია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ მეორე კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია N135)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური