GE

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად პროფესორი ირაკლი ბრაჭული დაინიშნა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული დაინიშნა.

ბატონმა ირაკლიმ პროფესიული საქმიანობა 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო. მისი პროფესიული წინსვლა, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება, სადაც იგი, წლების მანძილზე არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა და მრავალი საინტერესო პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. იგი 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, ოთხი მონოგრაფიის და 6 სახელმძღვანელოს ავტორია.

პროფესორი ირაკლი ბრაჭული 2008 წლიდან დღემდე იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრია. ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წევრი.

ვულოცავთ ბატონ ირაკლის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად დანიშვნას. ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ.

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური