შაშკინი წლევანდელ სასერთიფიკატო გამოცდებს მასწავლებელთა შეურაცხყოფად მიიჩნევს
“წლევანდელი სასერთიფიკატო გამოცდები მასწავლებელთა შეურაცხყოფა იყო,” – ამის შესახებ განათლების ადა მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში განაცხადა.
დიმიტრი შაშკინის თქმით, გამოცდის არსი ის არის, რომ თუ არ მოემზადე, ვერ ჩააბარებ. როგორც შაშკინი ამბობს, მასწავლებლები 9 თვის განმავლობაში არავინ არ მოამზადა, ტრენინგებს ქაოსური ხასიათი ჰქონდა. მისი თქმით, მასწავლებლები სასერთიფიკატო გამოცდაზე მოუმზადებლები გავიდნენ. “განათლების მინისტრი, როდესაც ვიყავი, მასწავლებელთა სახლის მუშაობას სამინისტროს გენინსპექცია აკონტროლებდა,” – დასძენს შაშკინი.
შაშკინს მიაჩნია, რომ მასწავლებელს გამოცდაზე არ შეიძლება მოსთხოვონ იმის ცოდნა, რისი ვალდებულებაც მას არ აქვს. “გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მე მასწავლებლებთან კორექტულ მოპყრობას ვითხოვდი, რაც სწორია,” – აღნიშნავს შაშკინი.
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია