საუკეთესო შედეგების მაგისტრანტები თბილისის მერიისგან 1000 ლარს მიიღებენ – მონაცემების წარდგენა დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების ვალდებულებაა
დედაქალაქში მცხოვრები, 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე მაგისტრანტების ფინანსური წახალისების მიზნით, თბილისის მერიაში განაცხადების მიღება დღეს, 11 ნოემბერს იწყება და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, წახალისება ამ ეტაპზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს შეეხებათ.
“დედაქალაქში არსებულმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა დღეიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტების მონაცემები. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, თითოეული წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიისგან მიიღებს 1000 ლარის ოდენობის ფინანსურ წახალისებას”, – განაცხადა სხდომაზე თბილისის მერმა.
ცნობისთვის, 2026-2027 სასწავლო წლიდან, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა.
„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ყოველ სემესტრში, მაგისტრანტებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა. იმედია, სტიპენდიის გაზრდილი ოდენობა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, მათ შრომასა და მიღწევებს სათანადოდ დააფასებს და პროგრამით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“, – თქვა კახა კალაძემ.
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სტატუსს ხომ არ შევუწყვეტთ და გავაგდებთ?!“ – განათლების სამინისტრო განმარტავს, სწავლის გაგრძელების/დასრულების რა შანსი აქვს მილევადი პროგრამის სტუდენტს
by ARIS.GE-განათლება